ომის 696 დღე და ვითარება ფრონტის ხაზზე – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ომის ახალ ფაზაში გადავიდა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ომის ახალ ფაზაში გადავიდა. რუსეთი ცდილობს პოზიციების გამყარებას და აქტიურად უტევს უკრაინელებს ფრონტის ხაზზე. უკრაინის ჯარის ამოცანა ახლა ოკუპანტთა სახმელეთო და საარტილერიო შეტევების მოგერიებაა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში 119 სამხედრო შეტაკება მოხდა, რუსეთის მხრიდან განხორციელდა 1 სარაკეტო და 23 საჰაერო თავდასხმა. ჭურვებით დაიბომბა 110-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. უკრაინა ყოველდღე უფრო მძიმე შედეგებს იღებს მზარდი რუსული აგრესიის ფონზე.
უკრაინაში არსებული სამხედრო და ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო ართულებს და აჭიანურებს ომს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ფრანგულ გაზეთ Le Figaro-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ბრძოლის შეწყვეტა გამოსავალი არ არის. მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არ გაჩერდებიან, მანამ, სანამ ომს არ მოიგებენ და საკუთარ ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ.
ამერიკაში არჩევნები გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სავარაუდო სცენარზე. ამის ფონზე ცნობილი ხდება, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას დროებით ბლოკავს. მიზეზად შტატების პრეზიდენტი საკუთარი სასაზღვრო პოლიტიკის მოგვარებას ასახელებს. როგორც შტატების მეორე საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ირწმუნება, მას უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება 24 საათში შეუძლია. ყოფილ პრეზიდენტს კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა და ის კიევში მიიწვია.
საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე მიმდინარე ცვლილებები უარყოფითად აისახა უკრაინაზე. რთულია პროგნოზი, თუ როდის და როგორ დამთავრდება ომი. ამერიკული და სხვა დასავლური ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებიც არ ელოდებიან, რომ რომელიმე მხარე მიმდინარე წელს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს.
ავტორი: ნინი ნიკოლეიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება