“ლელოს” ტელევიზიების იმედი აქვს, ერთს უხდის 200 ათასს, მეორეს კი 240 ათასს, ეს იყო კეზერაშვილ-ხაზარაძის გარიგება, ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გეგელია, ბუაძე, დათუნაშვილი თუ თაზუნაშვილი –

“ლელოს”, ძირითადად, აქვს ტელევიზიების იმედი, ეს არის პოლიტიკური კლუბი, რომელიც არსებობს მხოლოდ რაღაც სატელევიზიო პლატფორმაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი მ განუცხადა.
კითხვაზე, რა შანსები აქვს “ლელოს“ 2024 წლის არჩევნებზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ “ლელოს” ტელევიზიების იმედი აქვს, რომლებსაც ფულს უხდის.
“არის ორი ტელევიზია, ერთს უხდის თვეში 200 000 ლარს, მეორეს 240 000 ლარს და ამით უზრუნველყო. ეს არის “TV პირველი” და “მთავარი”. 200 000 არის „TV პირველის“, 240 000 არის „მთავარის“. მთავარია, არ იეჭვიანონ ერთმანეთში ამ ტელეკომპანიებმა. ერთს უხდის 200-ს, მეორეს – 240-ს. გარიგების მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ „ლელო“ უფრო მეტად უნდა გაშუქდეს ამ ტელევიზიების მიერ და ამის იმედი აქვს „ლელოს“. თუ დააკვირდებით სარედაქციო პოლიტიკას, ნახავთ, რომ „ლელო“ დღეს უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი.
ეს იყო კეზერაშვილ-ხაზარაძის გარიგება. დღეს “ლელო” უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი “მთავარ არხსა” და “TV პირველზე”, ვიდრე მანამდე იყო წარმოდგენილი. ამის საფასური არის “ლელოსთვის” 440 000 ლარი. თქვენ დაინტერესდით ამ საფასურით, რომელსაც იხდის ხაზარაძე და გითხარით. თუმცა, არანაირი ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი თუ დათო თაზუნაშვილი, სამადაშვილი და ასე შემდეგ. ასეთი სახეებით როგორ შეიძლება, გინდოდეს ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. რა თქმა უნდა, რაც ნაკლები სამადაშვილი და ასეთი სახეები იქნებიან შემდეგ პარლამენტში, მით უკეთესი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი მათ შორის, რატომაც არ უნდა იყოს დაბლა დაწეული საარჩევნო ბარიერი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, “ლელოს” ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის იმედი ვერ ექნება.
“შეიძლება, გადალახონ ერთპროცენტიანი ბარიერი და მიიღონ ბიუჯეტიდან დაფინანსება,” – დასძინა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით