მომწონს ნაცების ისტერიკა სთან და თურქმენეთში ფორუმთან დაკავშირებით

მომწონს ნაცების ისტერიკა სთან და თურქმენეთში ფორუმთან დაკავშირებით
კარგია მომწონს ნაცების ეს ისტერიკა ირაკლი სთან და თურქმენეთში ფორუმთან დაკავშირებით,- ამის შესახებ არქეოლოგი, ქეთევან ტურიაშვილი წერს სოციალურ ქსელში. ქეთევან ტურიაშვილის განცხადებით, მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა მოლაპარაკებებშია ჩართული რუსეთთან და ამ დროს, საქართველო, რომელისთვისაც ჩრდილოელი მეზობელი ტერიტორიული მთლიანობის გადამწყვეტია, მაინცდამაინც ის არ უნდა იყოს რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართული. „კარგია მომწონს ნაცების ეს ისტერიკა ირაკლი სთან და თურქმენეთში ფორუმთან დაკავშირებით.
ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ, ელაპარაკება რუსეთს, ელაპარაკება რუსეთს, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი ელაპარაკება რუსეთს, ჩინეთი ელაპარაკება რუსეთს. ალიევი ყოველ კვირას ხვდება და ფაშინიანი ყოველ შაბათს. ტრამპი მაგას უფრო ხშირად ურეკავს, ვიდრე მელანიას. ამერიკის თავდაცვის აქტის ნახევარი პუტინის დაწყნარებას ეხება. ჰამასი ელაპარაკება ისრაელს, მოკლედ ყველა ყველას ელაპარაკება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გადამწყვეტი ეგ ქვეყანაა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვუწესოთ სანქციები, ჩვენ ვეომოთ, ჩვენ ვაგინოთ და ჩვენ არ ველაპარაკოთ არასდროს ხომ? კაია კალასი დაუბრუნებთ ეტყობა ტერიტორიებს საქმე საქმეზე რომ მიდგეს. ფორუმზე მთლიანად რეგიონის ლიდერები არიან, 50 კაცი ერთად დგას და კობახიძე და პუტინიო ფოტოებს აწერენ. აწერეთ, დიდი ხანია ჩაიარა თქვენმა ავტობუსმა, ღმერთს მადლობა რომ ხალხმა რეალობის გარჩევა ვიცით ზღაპრებისგან, უფრო მეტი ისტერიკაა საჭირო, ეს არ არის საკმარისი“, – წერს ქეთევან ტურიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი

პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა

არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ – მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები “ოცნებას” პრორუს პარტიას უწოდებენ

გია აბაშიძე პრემიერის თურქმენეთში ვიზიტზე: ოფიციალური თბილისის სწორი და მოზომილი ამ პოლიტიკის ქვაკუთხედია – პარტნიორობა ყველასთან გარდა რუსეთისა, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია ე.წ. წითელი ხაზების შენარჩუნებით, მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის