ავსტრიაში ქართველი მამაკაცი მიგრანტების არალეგალური გადაყვანის ბრალდებით დააკავეს

ავსტრიაში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც მიგრანტების არალეგალური გადაყვანის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის ქართველი ახალგაზრდას იტალიიდან ავსტრიაში ჩინეთის მოქალაქეებს ფარულად შეჰყავდა. სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა, თუმცა საბოლოოდ მისი შეჩერება და ხელბორკილების დადება ქალაქ მაგლერნში მოხდა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: კობახიძე ცდილობს რუსების მიერ დაპყრობილ ერებს: ქართველებს, სომხებს, ესტონელებს და ა.შ. ისეთივე პასუხისმგებლობა დააკისროს საბჭოთა კავშირის დანაშაულებზე, როგორი პასუხისმგებლობაც აქვთ რუსებს (ვიდეო)