ელენე ქორიძე, ფსიქოლოგი:
“ამ კანონის და ბაზის მეშვეობით გველის კატასტროფა:
ყველაფერი, რაზეც დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგი – ნადგურდება.
შეეხება ყველას და არ იფიქროთ რომ რახან “ლოთი” ან “ნარკომანი” არ ხარ შენ ამ ბაზაში არ მოხვდები.
რა მოხდება?
რეპუტაციის განულება დიაგნოზის მეშვეობით – რა წამს მოუნდებათ შეძლებენ დაგაკარგინონ სიტყვა, ავტორიტეტი, პროფესია.
უზენაესი კანონის დარღვევა – ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლება ირღვევა – ირღვევა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მთავარი პრინციპები, რაზეც დგას მთელი ეს სფერო.
კიდევ უფრო მარტივი გახდება ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობა -სამედიცინო ენის მეშვეობით.
ამიტომ!
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოვხატოთ მკაფიო და ერთიანი პოზიცია:
არ დავეხმარებით რეჟიმს ადამიანების განეიტრალებაში!
ამაზე თუ ერთხმად არ ვთანხმდებით, მაშინ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?
დეტალურად და ძალიან კარგად ელენე ქორიძემ დაწერა და ახსნა ყველაფერი,იხილეთ მისი სტატია შემდეგ ლინკზე: https://netgazeti.ge/opinion/793837/..




