ტალიაშვილი შეხვდა სენატორს, რომელიც „მეგობარი აქტს“ ბლოკავს

საქართველოს ელჩი -ში თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ სენატორ მარკვეინ მალინს შეხვდა.
საქართველოს საელჩოს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები.
„ელჩმა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით, სენატორი მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მისი, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის მიმართ მადლიერება გამოხატა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. ასევე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით“, — ნათქვამია -ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკული მედიის ცნობით, სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა ჯონ თუნმა „მეგობარი აქტის“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) შეტანა სენატორ მარკვეინ მალინის თხოვნით დაბლოკა.
მალინი წარსულში ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ის ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა და 2020 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება „ფრონტერას“ მაგალითზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა და გაუარესებული დემოკრატიისთვის გააკრიტიკა.
„ფრონტერა“ ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა საქართველოში, კახეთში. 2020 და 2021 წლებში კომპანიასა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტი გაღრმავდა.
თუმცა სექტემბერში The Hill-თან საუბრისას მალინმა განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან და ამტკიცებდა, რომ თბილისის მიმართ სანქციების „მათრახის“ ნაცვლად წახალისების „თაფლაკვერი“ უნდა გამოეყენებინათ.
„მინდა მათთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდეს, სანამ სანქციებს დავუწესებთ. მინდა ვიმუშაო მათთან, რათა ვნახოთ, როგორ შეუძლიათ მიაღწიონ ნამდვილ სუვერენიტეტს და თავი დააღწიონ ს გადამეტებულ გავლენას“, — განაცხადა მალინმა.
„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან განზრახ აფერხებს საქართველოს დემოკრატიული პროცესებს და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
კანონპროექტი დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატის და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. დარჩენილია კენჭისყრა სენატში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ – ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

ირაკლი კობახიძე – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას