ზელენსკი: ტერიტორიების საკითხი უკრაინის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს

ში ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობის საკითხი უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. ეს პოზიცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოხატა.
კრემლი დონბასის ს ნაწილად აღიარებას მოითხოვს. ეს ყველაზე რთული საკითხია -ის მიერ ინიციირებული სამშვიდობო წინადადებების განხილვისას, რომელიც ნოემბრიდან მიმდინარეობს.
როგორც უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები, მათ შორის გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ და სააგენტო „ფრანს პრესი“ წერენ, ტერიტორიების შესაძლო დათმობის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს კიევში 11 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„მიმაჩნია, რომ ამ საკითხს პასუხი უნდა გასცეს უკრაინის ხალხმა. ს, ან რეფერენდუმის ფორმატით, მაგრამ უნდა იყოს უკრაინის ხალხის პოზიცია“, – განაცხადა მ.
უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტერიტორიების დათმობას არ დასთანხმდება.
11 დეკემბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მედიას უამბო -ის „კომპრომისულ ხედვაზე“, რომლის თანახმად, უკრაინის ჯარები ტოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც დღემდე აკონტროლებს, მაგრამ მათი გასვლის შემდეგ იქ არ შედიან ს ჯარები და იქმნება „თავისუფალი ეკონომიკური ზონა“. თუმცა, ვინ უნდა მართოს ეს ტერიტორია, გაურკვეველია.
ზელენსკის ინფორმაციით, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში ორი ყველაზე საკვანძო, სადავო საკითხია დონეცკის ოლქის მომავალი სტატუსი და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა 11 დეკემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ომის ორივე მხარით იმედგაცრუებულია, მას აღარ სურს საუბრები და მხოლოდ მოქმედება და ომის დასრულება უნდა.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· ში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძულიც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი