ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ 6 ადამიანს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ 6 პიროვნებას სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირმა „ჰამასის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას სუდანში დაფუძნებული ფინანსისტი აბდელბასით ჰამზა ელჰასან მოჰამედ ხაირი, ნაბილ ჩუმანი, ხალედ ჩუმანი, „ჰამასის“ ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი რიდა ალი ხამისი, „ჰამასის“ უფროსი ოპერატორი მუსა დუდინი და ალჟირში დაფუძნებული ფინანსისტი აიმან აჰმედ ალ დუვაიკი დაამატა.
სანქციების დაწესების მიზეზად იარაღით ვაჭრობა, ს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დასახელდა.