რობერტ ფიცო – არანაირ გარემოებებში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას

ს პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიკოს განცხადებით, არანაირ გარემოებებში არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, რეპარაციების სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერების მომავალ შეხვედრაზე ის დაბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც 2026–2027 წლებისთვის უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსებას ითვალისწინებს.
„ნათლად და ცალსახად გამოვხატავ ჩემს პოზიციას ში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია არასრულყოფილი და არაეფექტურია, ხოლო ომის გაგრძელება სხვა არაფერია, თუ არა უაზრო მკვლელობა, რომელიც არ აძლიერებს უკრაინის პოზიციებს პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. არანაირ გარემოებებში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას. ამავდროულად, პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ფიცომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი