იაპონიაში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას BBC-ი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აომორის პრეფექტურის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
მეტეოროლოგიურმა სააგენტომ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილებში ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ ტალღების სიმაღლემ შესაძლოა ერთ მეტრს მიაღწიოს.
იაპონიის საგანგებო სიტუაციების გამაფრთხილებელი აპლიკაციის, NERV-ის მონაცემებით, აომორის პრეფექტურის ქალაქ მუცუში 6 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის შეტყობინებები გაიცა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამავე რეგიონში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე