ნინო ოკრიბელაშვილი: ჩინეთში მსგავსმა სისტემამ პოლიტიკური ოპონენტები ფსიქიატრიული იძულებითი მკურნალობის ობიექტებად აქცია

“რას ნიშნავს “რეესტრი” ?
ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს აქვს ერთი მთავარი პრობლემა: ის ადამიანს, არა მკურნალობის საჭიროების მიხედვით, არამედ სტატუსის მიხედვით ამოიცნობს და აჯგუფებს.
ანუ, თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება, რაც იწვევს სტიგმას, კონტროლს და უფლებების შეზღუდვას.
საქართველოს მაგალითიც აქ ხვდება. თუ ადამიანს აქვს დიაგნოზი: F63.3 ტრიქოტილომანია (იწიწკნის თმას), მისი მართვის მოწმობის გაცემაზე ექმნება კანონმდებლობასთან სერიოზული სირთულეები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობას მგზავრებისა და გზის უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანში ითვლება ყველაზე სარისკო და სენსიტიურ გადაწყვეტილებად.
საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს:
1. სამხრეთ კორეაში სადაზღვევო კომპანიამ ფსიქიატრიული მონაცემები არალეგალურად გამოიყენა და ადამიანებს დაზღვევაზე უარი უთხრა.
2. -ში 1950-იან წლებში ფსიქიატრიული ისტორიით შავ სიებში შეჰყავდათ ადამიანები და მუშაობის უფლებას უკრძალავდნენ.
3. რუსეთში “ზედამხედველობის რეესტრში” მოხვედრა ნიშნავს პროფესიული უფლებების დაკარგვას და სახელმწიფო ზედამხედველობას.
4. ბელარუსში ასეთი რეესტრი რეალურად გამოიყენება კონკრეტულ პოზიციებზე კანდიდატების გასარიცხად.
5. ჩინეთში მსგავსმა სისტემამ პოლიტიკური ოპონენტები ფსიქიატრიული იძულებითი მკურნალობის ობიექტებად აქცია.
6. მონაცემთა გაჟონვა მოხდა ფინეთში, სადაც 30,000 ფსიქოთერაპიული ჩანაწერი მოიპარეს და ხალხს შანტაჟით ემუქრებოდნენ.
პასუხგაუცემელი რჩება მთავარი ეთიკური კითხვა: ვინ და რა კრიტერიუმით გადაწყვეტს, რა არის “რისკი” და ვინ ჩაითვლება “საფრთხედ“? ისტორიამ არაერთხელ დაგვანახვა, რომ ასეთი რეესტრები ადვილად იქცევა პოლიტიკური, სუბიექტური ან ბიუროკრატიული დევნის იარაღად.
ევროპასა და დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს ერთი ძირითადი პრინციპი:
კი – მკაცრად კონფიდენციალურ სამედიცინო ჩანაწერებს
რა – სახელმწიფო ან საჯარო იდენტიფიცირებად რეესტრს
სამედიცინო ჩანაწერებზე კი წვდომა აქვთ მხოლოდ მკურნალ ექიმებს, მკურნალობის პროცესში ჩართულ პროფესიონალებს და თავად პაციენტს – და არა სახელმწიფო უწყებებს, დამსაქმებლებს, სასამართლოს ან პოლიტიკურ ჯგუფებს” – წერს თსსუ-ს პროფესორი, ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი სოციალურ ქსელში