“ეს ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს” – ზურაბ სიხარულიძე

ექიმი, ნარკოლოგი, “ფედერალისტების გუნდის წევრი ხურაბ სიხარულიძე:
აბა, მივიღეთ ახალი „სუპერ ინოვაციური“ კანონიც — ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების რეესტრის და საერთო ბაზის შექმნა. ბრწყინვალე იდეაა, ნამდვილად: ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს , თან ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ისე უხეშად დაარღვევს, რომ სანახაობა გამოდის. გამოიცანით აბა : რომელ „ცივილიზებულ“ ქვეყანას აქვს ასეთი კანონი? არა, მართლა, ნუ გაგიკვირდებათ, გვაქვს კიდევ ერთი გზა, რომ ადამიანები საერთოდ დააფრთხონ ექიმებისგან. თუ აქამდე სტიგმის გადალახვა მაინც შეიძლებოდა და ფსიქიატრთან მისვლა ოდნავ იყო შესაძლებელი, ახლა ამასაც სპობენ ბრავო, товарищи, ურაააა!!!

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა