თეთრი სახლის პრესსპიკერი – ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარით – ის დაღლილია შეხვედრებით, რომლებიც შეხვედრებისთვის იმართება

ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარით, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
“შეერთებული შტატები და ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ჩართულნი არიან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებში. პრეზიდენტს გუშინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპელებთან, მისი სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და მისი გუნდი აგრძელებენ ორივე მხარესთან საუბარს, ახლაც კი, როდესაც ვსაუბრობთ. თუ იქნება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის რეალური შანსი, თუ ვიგრძნობით, რომ ამ შაბათ-კვირას ამ შეხვედრებს მნიშვნელობა ექნება, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელი დაესწროს, მაშინ გავაგზავნით წარმომადგენელს. ჯერ კიდევ გაურკვეველია შეიძლება თუ არა რეალური მშვიდობის მიღწევა, რათა წინ წავიწიოთ.პრეზიდენტი უკიდურესად იმედგაცრუებულია ამ ომის ორივე მხარით. ის დაღლილია შეხვედრებით, რომლებიც შეხვედრებისთვის იმართება. მას აღარ სურს მეტი საუბარი, მას ქმედება სურს, მას ომის დასრულება სურს,” – განაცხადა ლევიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში დიდი სკანდალია. “არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში” ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის სექსუალურად. ასეთი “ცენტრების” გახსნას აპირებს “ქართული ოცნება”

ბექა კობახიძე: ეთნოგრაფიული საბჭოთა საქართველო კიდევ ცოცხალია, თავისი მეცნიერებათა აკადემიით, პარაზიტი მუქთახორებით, სადღეგრძელოების მსმელი ბიუჯეტის ქურდებით. ჟანრის კანონი მოითხოვს, ადრე თუ გვიან, კირიენკოც გამოჩნდეს