ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით ფრენა, ცრუ შეტყობინების გამო შეფერხდა – ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით ფრენა, ცრუ შეტყობინების გამო შეფერხდა.
მოქალაქეების ინფორმაციით, აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება 17:00 საათზე შევიდა, რის გამოც აეროპორტის თანამშრომლებსა და მგზავრებს შენობა დაატოვებინეს.
გამნაღმველები ორი საათის განმავლობაში აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ასევე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ამ დროისათვის, შესაბამის სამსახურებმა სამუშაოები დასრულდეს და უახლოეს პერიოდში ფრენები აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო