იმ ფონზე, როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება – ტერორისტული აქტი, ALDE-ს პასუხი შეიძლება ვთარგმნოთ ასე: “ტერორისტია, მაგრამ ჩვენია”

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ეხმიანება ALDE-ს მიერ გავრცელებულ პასუხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
მაჭარაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც თავად ალეკო ელისაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, ტერორისტული აქტი, ALDE-ს მიერ გაცემული პასუხი შესაძლებელია ითარგმნოს შემდეგნაირად: “ტერორისტია მაგრამ ჩვენია”.
„ანუ ალდემ ელისაშვილზე თქვა: “ცუდი ბიჭია, მაგრამ ჩვენი ბიჭია”. იმ ფონზე როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება (ტერორისტული აქტი), ალდეს ეს წინადადება შეიძლება ვთარგმნოთ ასე: “ტერორისტია, მაგრამ ჩვენია”“- წერს გურამ მაჭარაშვილი.
ინფორმაციისთვის, ALDE-მ გაავრცელა პასუხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე: „რა თქმა უნდა, ALDE ასეთ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად გასაგებია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებდით ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოქალაქეებზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება