მოსკოვი-ერევნის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში იძულებით დაეშვა

სომხური ავიაკომპანიის, FlyOne Armenia-ს თვითმფრინავი რომელიც მოსკოვიდან ს მიმართულებით მიფრინავდა, თბილისში იძულებით დაეშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Interfax.ru ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, იძულებით დაშვების მიზეზი ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ძლიერი ნისლი გახდა.
ამასთან ერთად, პრობლემები შეექმნა ავიაკომპანია Air Cairo-ს თვითმფრინავსაც, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაშ ვერ ახერხებდა ზვართნოცის აეროპორტში დაჯდომას.