ბალტიის ქვეყნები რუსეთის საზღვარზე 600 ბეტონის ბუნკერს ააშენებენ

ლატვიის, ლიეტუვის და ს თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ხომლის ფარგლებში ს საზღვარზე 600 ბეტონის ბუნკერის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ „ევროსნიუსი“ იუწყება.

ბუნკერების აგება ბალტიის ქვეყნებს თავდაცვის ერთიანი ხაზის მშენებლობის ფარგლებში ხდება. ის რუსეთის პოტენციური სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად უნდა შეიქმნას.

ბუნკერების გარდა, იგეგმება მავთულხლართების და ნაღმის ველების გამოყენება, რომლებიც უშუალოდ საფრთხის არსებობის შემთხვევაში იქნება აგებული.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთში მიმდინარე აგრესიის გათვალისწინებით ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება. ბალტიის ქვეყნები უნდა იყვნენ ერთიანები და ძლიერები, როგორც არასოდეს“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანშაუსკასმა.

სამუშაოების სავარაუდო ფასი 60 მლნ. ევროა. პროექტი ნატოს მადრიდის სამიტზე ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში იყო შეთანხმებული.

ასევე დაგაინტერესებთ