მეგობრებო, როგორც უკვე იცით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია-ის საჩივრის განხილვის შემდეგ გავრილოვის ღამის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა და ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება პირწმინდად “გაამტყუნა”.
ალბათ, ბევრ თქვენგანს გახსოვთ, მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე ვსაუბრობდით (ქართული არასამთავრობოები, კრიტიკული მედია, ოპოზიციური პარტიები), ივანიშვილის ძველი თუ ახალი ქოცები როგორ აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ადამიანების თვალის დათხრა იყო კანონიერი და სახელმწიფოს მოქმედება პროპორციული. ეს რომ ტყუილი იყო, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ისტორიული გადაწყვეტილებით.
მაგრამ, რა მინდა გთხოვოთ: ამ პოსტის ქვეშ, იქნებ ჩაყაროთ/დააკომენტაროთ ვიდეოები/განცხადებები, სადაც ბატონო კობახიძე, ბატონი მდინარაძე და სხვები, ამართლებენ გავრილოვის ღამეს პოლიციის ძალადობას. გავიხსენოთ და გავახსენოთ სხვებსაც, როგორ აყრიდნენ ხალხს თვალში ნაცარს.




