აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძე კურორტზე ზამთრის სეზონის მიმდინარეობას და საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცნო.
„კურორტზე 28 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, შედეგად დამატებით 1500 ახალი განთავსების ადგილი და 1000 სამუშაო ადგილი ექნება კურორტს.
დასრულდა ბეშუმი-გოდერძის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას ითვალისწინებს.
პარალელურად სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი საბაგირო და სასრიალო ტრასები მოეწყობა.
2019 წლიდან კურორტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. 2022–2023 წლებში კურორტ გოდერძიზე წყალარინების ქსელი და წყლის სამარაგო რეზერვუარი აშენდა. მიმდინარე წელს დაიწყება 2 სათავე ნაგებობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის, დამატებითი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც კურორტის უწყვეტ და მდგრად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მაჟორიტარი დეპუტატები, ხულოს მუნიციპალიტეტის, მთის კურორტებისა და კურორტ გოდერძის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ