ს დელეგაციამ ვიზიტი ტერაქტის საფრთხის მიზეზით გააუქმა – სუს საფრთხეს უარყოფს

ისრაელის მედიის ცნობით, ქნესეთის წევრებმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ტერორისტული აქტის საფრთხის მიზეზით გააუქმეს.
ვიზიტი შაბათ-კვირას იყო დაგეგმილი და მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში “ს კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც ბიზნესფორუმის ჩატარება იგეგმებოდა.
ინფორმაციას ადასტურებს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი, იციკ მოშეა. მისივე განცხადებით, ისრაელის კვირეული თბილისში მაინც ჩატარდება და ქნესეთის წევრები ბიზნესფორუმში, სავარაუდოდ, დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას. ის იმედს გამოთქვამს, რომ ფორუმზე ქართული მხარე უსაფრთხოებას სათანადოდ უზრუნველყოფს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, “არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ”.
“ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.

ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება.
კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.