დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავს სანქტ-პეტერბურგში იძულებითი დაშვება მოუწია.
ფაშინიანის თვითმფრინავი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტვერის ოლქის თავზე დაფრინავდა, რის შემდეგაც პულკოვოს აეროპორტში გადაამისამართეს.
რუსეთის მასშტაბით აეროპორტებში მუშაობის შეფერხება უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა იერიშმა გამოიწვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 287 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 40 დრონი მოსკოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე