2023 წლის ბოლოს ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობამ ახალ რეკორდს მიაღწია. Business Insider ჩინეთის საბაჟოს გენერალურ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ომის მიუხედავად, პეკინსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური კავშირები მყარდება.
2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დოლარის ეკვივალენტში 2023 წელს 26%-ით – 190 მილიარდი დოლარიდან 240 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინეთი იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს, მისი ფასი Brent-თან შედარებით ბარელზე $18-ით ნაკლებია. ამავდროულად, რუსეთი Xiaomi-ისა და Realme-ის სმარტფონების იმპორტს მას შემდეგ ახორციელებს, რაც ამერიკულმა და ევროპულმა ბრენდებმა რუსული ბაზარი დატოვეს.
2023 წელს ჩინეთის ექსპორტი რუსეთში 47%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 13%-ით.
იმავდროულად, აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 2019 წლის შემდეგ პირველად დაეცა. ორ ქვეყანას შორის მთლიანი ვაჭრობა 12%-ით, 664 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.