ძალიან საცოდავად გამოიყურებიან ევროპელი ე.წ. ლიდერები, განსაკუთრებით, როცა ნატო-ს დატოვებით იმუქრება

ძალიან საცოდავად გამოიყურებიან ევროპელი ე.წ. ლიდერები, განსაკუთრებით, როცა ნატო-ს დატოვებით იმუქრება
ჟანრის კანონი თავიდანვე გვკარნახობდა, რომ დიდი თხლეობით დასრულდებოდა ამ ბრიყვი ქალების და უხერხემლო მამრების ფაფხური, მაგრამ ამას მაინც ძნელად წარმოვიდგენდი: რუსეთთან საომრად დაიწყეს მზადება და დაასრულეს იმით, რომ ამერიკამ გამოუცხადა ომი ევროკავშირს, – წერს ჟურნალისტი, ლელა კურდღელაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დღეს ძალიან საცოდავად გამოიყურებიან ევროპელი ე.წ. ლიდერები, განსაკუთრებით, როცა აშშ ნატო-ს დატოვებით იმუქრება და ზელენსკის “ლეღვის ფოთოლივით იფარებენ”.
“კომედიის მთავარი პირობაა, მოიფიქრო არანორმალური მოცემულობა და შემდეგ აღწერო, რას გამოიწვევდა ეს არანორმალურობა ჩვეულებრივ, ბანალურ ამბებსა და ყოველდღიურობაში. სულ ესაა კომედიის სტრუქტურა, რომელიც ძველმა ბერძნებმა შექმნეს.
ასე აგვიხსნა რისმაგ გორდეზიანმა თავის დროზე სტუდენტებს ეს ჟანრი და მაგალითად არისტოფანეს ერთ-ერთი კომედია დაასახელა, რომელშიც ქალები იწყებენ ქვეყნის მართვას.
არ მახსოვს რომელი ნაწარმოები იყო, არც ის, რა დამართეს ქალებმა ქვეყანას, მაგრამ ურსულას და მისი ფრეილინების ნამართი ევროკავშირის შემხედვარეს უკვე მერამდენედ გამახსენდა რისმაგის სიტყვები.
ჟანრის კანონი თავიდანვე გვკარნახობდა, რომ დიდი თხლეობით დასრულდებოდა ამ ბრიყვი ქალების და უხერხემლო მამრების ფაფხური, მაგრამ ამას მაინც ძნელად წარმოვიდგენდი: რუსეთთან საომრად დაიწყეს მზადება და დაასრულეს იმით, რომ ამერიკამ გამოუცხადა ომი ევროკავშირს. თუ ეს სინამდვილედ იქცა, მაშინ ამბავს კომედია აღარ ერქმევა, მაგრამ დღეს ძალიან საცოდავად გამოიყურებიან ევროპელი ე.წ. ლიდერები, განსაკუთრებით, როცა აშშ ნატო-ს დატოვებით იმუქრება.
– ხალხის და ნატო-ს მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ბრიუსელის პოლიტელიტა, ლეღვის ფოთოლივით რომ იფარებს ზელენსკის საკუთარი ბებრული იმპოტენციის დასაფარად,” – წერს ლელა კურდღელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს