ბულგარეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ბულგარეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბულგარეთის მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე დედაქალაქ სოფიასა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
დემონსტრანტები მთავრობის გადადგომის მოთხოვნის მიზეზად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში წარუმატებლობას ასახელებენ.
ამასთან, დღეს ბულგარეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, როსენ ჟელიაზკოვის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.
ცნობისთვის, გასულ კვირას მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გეგმა გაიწვია. ოპოზიციური პარტიებისა და აქციების ორგანიზატორების განცხადებით, მთავრობის გეგმა მაღალი ხარჯვის დაფინანსების მიზნით გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტი ევროში იყო შემუშავებული, რადგან ბულგარეთი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ევროზონის ერთიანი ვალუტის ნაწილი ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა