სახალხო დამცველი წლებია თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ სტრუქტურულ ერთეულებს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას – ომბუდსმენი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე , რამდენიმე კონკრეტულ რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დროს გარკვეული სამოქალაქო აქტივისტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვრცელი შეფასებით გამოეხმაურა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა, ამ პროცესში ყველაზე ცინიკური კი იყო ფაქტი, რომ ყველაზე აქტიური “სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი იყო.
“ადამიანი, რომელიც რელიგიური შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ორგანიზაცია, რომელიც შალვა პაპუაშვილმა საკუთარ განცხადებაში ახსენა და რომელსაც ბექა მინდიაშვილი ხელმძღვანელობს, მათ სტრუქტურულ ერთეულს არ მიეკუთვნება და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს.
“სახალხო დამცველი წლებია თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მაგრამ არც ეს ორგანიზაცია და არც ის სხვა ორგანიზაციები არ წარმოადგენენ სახალხო დამცველის სტრუქტურულ ერთეულებს, ისინი თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას, ჩემთვის უცნობია საიდან ფინანსდებიან და არც წარმოადგენს ჩემი ინტერესის სფეროს. როდესაც რელიგიას ეხება საქმე, მგონია, რომ ადამიანებმა მეტი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ,” – განმარტა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო