ბათუმის ბულვარში ტრენაჟორებს რუსები ამონტაჟებენ და ბიუჯეტიდან ხელფასსაც იღებენ

ბათუმის ბულვარში, ს მოქალაქეები ტრენაჟორებს ამონტაჟებენ და ბიუჯეტიდან ხელფასსაც იღებენ. ამ თემაზე ოფიციალური უწყებები კომენტარს არ აკეთებენ, დამსაქმებელი კომპანიები კი უარყოფენ რუსეთის მოქალაქეების დასაქმებას.

ერთ-ერთი დასაქმებული “მთავარ არხთან” ამბობს, რომ რუსეთიდან რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა და ახლა ს მერიის დაკვეთას ასრულებს.
“რუსეთიდან ჩამოვედით, ვაკეთებთ სატრენაჟორო მოედნებს და დარბაზებს, სამუშოები მერიამ დაგვიკვეთა. კითხვაზე, კომპანია ვართ თუ არა, ვერ გიპასუხებთ, რადგან არ ვიცი, ეს ჩვენს უფროსობას უნდა ჰკითხოთ. არ ვიცით, რატომ არ ქირაობენ ქართველებს ამ სამუშოზე. მაკომპრომატირებელ კითხვებს სვამთ, ალბათ არ სურთ მუშაობა, არ ვიცი” – ამბობს დასაქმებული რუსი
ბათუმის ბულვარში ტრენაჟორებს კომპანია “ნიუ სთაილი” აკეთებს, მისი ქვეკონტრაქტორია კომპანიაა შპს “იმპექსი”, რომელმაც რუსეთის მოქალაქეები დაასაქმა.
“არავინ არ მუშაობს რუსეთის მოქალაქე. გამოართვით პირადობა და ნახავთ, რომ არის ქართველი…ქართველები არიან და ახლა მე მასწავლით, ვინ მუშაობს ჩემთან და ვინ არა? ” – ამბობს “იმპექსის” დირექტორი, დავით აბულაძე.
ბათუმის ბულვარში აღნიშნული ტრენაჟორების მშენებლობა ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე