“დაეჯახა, არხში გადააგდო და დატოვა… უგონოდ ეგდო, სისხლდენით”– ლევან კვარაცხელიას მანქანა დაეჯახა

წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია, წერს, რომ წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს მანქანა დაეჯახა, არხში გადავარდნილი კი დატოვეს და უგონოდ, სისხლდენით ეგდო არხში ნახევარი საათი.
გადარჩა! ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ, მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ დაახლოებით საღამოს 9 ნახევარზე სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო. მძღოლი მიიმალა! (რედ. მძღოლი დაკავებულია) ლევანი თავად მოვიდა გონზე და ასე აღმოჩნდა საავადმყოფოში-სამშვიდობოზე. არ შეიძლება არავის მიტოვება განსაცდელში! არავის! ეს ოქროს ბიჭი ჩვენს ჩემპიონებს ზრდის! ჯანმრთელობა მას! ეს კაცი ჩვენს მომავალს სჭირდება!! p.s ნასვამი საჭესთან, თუნდაც კარგი ადამიანი, უბრალოდ პოტენციური მკვლელია. ნუ დაჯდებით მთვრალი საჭესთან!!!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!