4 ოქტომბრის საქმიდან ღობე გაქრა – “ღობე, მტკიცებულების სახით, გაქრა” – ადვოკატი

ფოტო – ტვ პირველი
4 ოქტომბრის საქმიდან, ღობე. როგორც მტკიცებულება გაქრა. ინფორმაციას ადვოკატი, ირაკლი აბესაძე ავრცელებს მედიასთან.
ადვოკატების განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზა ღობის ფოტოებს ჩაუტარა და არა თავად ღობეს.
მთავარი რა არ დევს ამ საქმეში, საქმეში, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ მორყეული პრეზიდენტის ღობის საქმე, თავად ღობე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი არ არის, გაქრა, აღარ არსებობს. ანუ შემდგომში ობიექტური სასამართლო გამოძების წარმართვის შემთხვევაში, ამ პროცესზეც კი ჩვენ არ გვექნება საშუალება გამოვიკვლიოთ რა სჭირდა იმ ღობეს – ხომ არ იყო მართლაც წინასწარ მორყეული, გატეხილი და ხომ არ იყო ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებული შემდგომში ის ძალადობა, რომელსაც ადგილზე ადგილი ჰქონდა, ოღონდ რომლის ორგანიზებაში შეუძლებელია დაადანაშაულო ეს ადამიანები იმიტომ, რომ არცერთი მტკიცებულება რომ ეს ძალადობა წინასწარ ორგანიზებული იყო, უბრალოდ ასეთი მტკიცებულება არ არსებობს. ასე, რომ ეს არის მტკიცებულებებისგან დაცლილი, სრულად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომლის განხილვაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, მორიგი სასამართლო ფარსია,” – ამბობს ირაკლი აბესაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!