იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს.
მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისა და მართვის პროცესში, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების და, მეორე მხრივ, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე; მიგრაციის საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მნიშვნელობაზე.
კონფერენციის ფარგლებში პაატა სალიამ კოლეგებს მიგრაციის მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაც გაუზიარა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის მინისტრები და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლები.
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია