სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა, არავითარი ფორმით არ გაურთულდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტებში მოხვედრა, კვოტები განისაზღვრება შესაბამისად

სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა, არავითარი ფორმით არ გაურთულდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტებში მოხვედრა, კვოტები განისაზღვრება შესაბამისად
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება მოლოდინის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მიმდინარეობს შრომის ბაზრის ანალიზი და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის.
„რაც შეეხება სტუდენტების რაოდენობას, პირიქით, ამ გადაწყვეტილების შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. წელს მიღებული იქნა დაახლოებით 31 000 სტუდენტი, ყველა უნივერსიტეტში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება მოლოდინის გათვალისწინებით. ანუ, პირიქით, რაოდენობის ზრდა გვექნება. მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს შემცირდება ადგილების რაოდენობა. რეალურად, არავითარი ფორმით კვოტები არ შემცირდება.
ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ჩვენ ვაწარმოებთ შრომის ბაზრის ანალიზს და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის, მაგრამ ჯამურად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ შემცირდება, პირიქით, გაიზრდება კვოტები სტუდენტების მისაღებად. იმიტომ, რომ მოლოდინი გვექნება, რომ მეტი წამოვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისკენ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. ზრდა გვექნება ისე, რომ რამდენიც აბარებდა უნივერსიტეტებში წელს, იმდენივეს შეეძლება უნივერსიტეტებში ჩაბარება. შეიძლება, თეორიულად, მთლიანად სახელმწიფომაც აითვისოს ეს რესურსი. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ არავითარი ფორმით არ გაურთულდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტებში მოხვედრა. იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტი. კვოტები განისაზღვრება ამის შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია