ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა „მწვანე შუქი“ აუნთეს ბლოკის გეგმას, რომელიც 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტას ითვალისწინებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირმა გასულ კვირას მიაღწია შეთანხმებას კანონზე, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი შეწყვეტს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს 2026 წლის ბოლოსთვის, ხოლო მილსადენური გაზის იმპორტს – 2027 წლის სექტემბრის ბოლოსთვის.
რუსული გაზის აკრძალვას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დამტკიცება ევროკავშირის ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე და ევროპარლამენტის მიერ, სანამ ის კანონად გადაიქცევა.
ევროპარლამენტი შეთანხმებას მომავალ კვირას უყრის კენჭს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები აკრძალვას ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დაამტკიცებენ.
ევროკავშირის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ, უნგრეთისა და ს წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპარლამენტი და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმებას უმრავლესობით დაამტკიცებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – კომისიის შექმნაზე უარის თქმით „ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ივანიშვილს აფარებენ ხელს – პროცესს სპექტაკლი და კორდებალეტი უწოდეს, მაგრამ ეშინიათ, რადგან შეგვეძლო მივსულიყავით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემთან