ხილ-ბოსტნეულს მომხმარებელი უმეტესად ბაზრებსა და არაბრენდულ მაღაზიებში ყიდულობს – „ კაპიტალი“

ხილ-ბოსტნეულს მომხმარებელი უმეტესად ბაზრებსა და არაბრენდულ მაღაზიებში ყიდულობს – ამის შესახებ „ კაპიტალის“ FMCG სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წელს ჯამური FMCG ბაზარი მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ ზრდის ტემპის დასტაბილურებაა მოსალოდნელი.

„თანამედროვე ვაჭრობა მზარდია, ტრადიციული ვაჭრობა – 2022 წლიდან უცვლელი. სამწლიან პერსპექტივაში თანამედროვე ვაჭრობის ზომა გადააჭარბებს ტრადიციულს.

როგორც ადგილმდებარეობის, ისე – კონკრეტული პროდუქციის შერჩევისას მომხმარებლები ყველაზე დიდ ყურადღებას ფასებს აქცევენ.
ტრადიციული FMCG სავაჭრო სივრცეები განსაკუთრებით პოპულარობას ინარჩუნებენ ისეთ პროდუქტებში როგორიცაა ხილ-ბოსტნეული, ყველი და ხორცი.

წლების განმავლობაში თანამედროვე FMCG სეგმენტის ზრდის ტემპი ტრადიციული ბაზრის ზრდას აჭარბებდა. ამ ტრენდის გაგრძელება მოსალოდნელია მოკლევადიან პერსპექტივაში.

მაღალი ინფლაციის ფონზე შედარებით დაბალი ჯამური ზრდის ტემპი რეალური მოთხოვნის მცირედ შენელებაზე მიგვითითებს. შემცირებული LfL გაყიდვების დინამიკა კი მაღალი კონკურენციის ძლიერი ნიშანია.

მიმდინარე პერიოდში თანამედროვე FMCG ბაზრის 87%-მდე უმსხვილეს ხუთ კომპანიაშია თავმოყრილი.

Ძირითადი ხარჯების კატეგორიების დასტაბილურების შემდეგ, ქართული კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია“, – ნათქვამია მიმოხილვაში.