50-მა კაცმა, 100-მა, ან თუნდაც 150-მა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს

50-მა კაცმა, 100-მა, ან თუნდაც 150-მა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს
მოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპი, 50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე, თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, შენ არ შეიძლება, პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას, შესაბამისად, საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კანონში არაერთი ცვლილება შევიდა.
„მთავარი მიზანი არის ის, რომ 100-მა კაცმა, 50-მა ან თუნდაც 150-მა კაცმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს. როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისათვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს