Apple-ის ნეობანკი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მცირე ბანკი გახდა

Apple-მა განაცხადა, რომ მისმა მაღალ შემოსავლიანმა საბანკო ანგარიშმა აპრილში გაშვების შემდეგ 10 მილიარდი დოლარი დააგროვა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ახლა მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ნეობანკს.
შეგახსენებთ, Apple-მა აპრილის შუა რიცხვებში გამოუშვა Goldman Sachs-ით აღჭურვილი Apple Card-ის შემნახველი ანგარიში 4.15% წლიური საპროცენტო განაკვეთით, რაც 10-ჯერ აღემატება ქვეყანაში არსებულ საშუალო წლიური განაკვეთის მაჩვენებელს.
გამოშვების დროს ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ Apple Savings-ის პროდუქტი პოპულარული გახდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ Apple-ს კომფორტულობაში, მომხმარებელთა მომსახურებასა და ბრენდის სანდოობაში ბადლაი არ ჰყავს.
შედეგად, Apple ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კონკურენტი-ბანკის მფლობელი.
შესადარებლად:
Monzo დაარსდა 2015 წელს და ახლა დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი აქვს კლიენტების დეპოზიტებში.
Starling Bank დაარსდა 2014 წელს და ახლა 10 მილიარდ დოლარზე მეტი დეპოზიტი აქვს.
Nubank-ი, მსოფლიოში ყველაზე დიდი კონკურენტი ბანკი, დაარსდა 2013 წელს და დააგროვა 16 მილიარდ დოლარზე მეტი მომხმარებლის დეპოზიტები.
Apple-მა ცოტა ხნის წინ ჩაუშვა პროექტი, მაგრამ უკვე შედეგი დადო. რაც მთავარია, Apple-ი, ერთადერთ მოთამაშეა, რომელიც აკონტროლებს თავის ეკოსისტემას, როგორც აპარატურულ, ისე პროგრამულ ნაწილს, ჰყავს 1.5 მილიარდზე მეტი iPhone მომხმარებელი და აქვს 2 მილიარდზე მეტი აქტიური მოწყობილობა და ამ მხრივ შეუდარებელი ბერკეტები აქვს.
Apple-ის მიერ ახალი ფინანსური პროდუქტის შექმნა ასახავს, თუ რამდენად ყურადღებით ახორციელებს კომპანია თავის გრძელვადიან ხედვას: ტექნოლოგიური გიგანტი, ეტაპობრივად, აშენებს Apple-ის ფინანსურ იმპერიას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Apple აშენებს JPMorgan 2.0-ს. ამიტომაც JPM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დიმონმა აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში Apple-ს მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტი უწოდა.