ზელენსკი მზადაა 2-3 თვეში ჩაატაროს, ოღონდ ერთი პირობით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, თუ საერთაშორისო პარტნიორები ხმის მიცემის პროცესში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებენ.
ზელენსკის თქმით, მზად არის მხარი დაუჭიროს საარჩევნო კანონში ცვლილებებს საომარი მდგომარეობის დროს და პარლამენტისგან ელოდება წინადადებებს.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, რა დროსაც კანონით არ ტარდება.
ზელენსკის ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა, ახორციელებდა თუ არა შეერთებული შტატები ზეწოლას უკრაინაზე არჩევნების საკითხთან დაკავშირებით და განიხილავდნენ თუ არა დელეგაციები უკრაინაში პოტენციურ საპრეზიდენტო არჩევნებს.
„ეს საკითხი არ განმიხილავს. უკრაინაში არჩევნების საკითხი, ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული და ეს უკრაინელი ხალხის საქმეა და არა სხვა სახელმწიფოების ხალხის. მთელი პატივისცემით ჩვენი პარტნიორების მიმართ.
გულახდილად ვიტყვი, რომ მე მზად ვარ არჩევნებისთვის…
არჩევნების ჩასატარებლად ორი საკითხია გადასაჭრელი: პირველი, უსაფრთხოება – როგორ უნდა გავაკეთოთ ეს დარტყმებისა და რაკეტების პირობებში, რა იქნება ჩვენს სამხედროებთან დაკავშირებით, როგორ მისცემენ ისინი ხმას; მეორე, საკანონმდებლო ბაზა არჩევნების ლეგიტიმურობისთვის. და დიახ, რადგან ამ საკითხს აყენებს -ის პრეზიდენტი, ჩვენი პარტნიორები, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: მე მზად ვარ არჩევნებისთვის.
უფრო მეტიც, მე ახლა ვთხოვ -ს, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, დაგვეხმარონ არჩევნებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მაშინ მზად იქნება არჩევნების ჩასატარებლად მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში. პირადად მე მაქვს ამის ნება და მზადყოფნა.
ჩვენი ფრაქციის დეპუტატებს და ყველა პარლამენტარს ვთხოვ, მოამზადონ წინადადებები საკანონმდებლო ჩარჩოსა და საარჩევნო კანონში შესაძლო ცვლილებების შესახებ საომარი მდგომარეობის დროს.
ხვალ დავბრუნდები უკრაინაში, ველოდები წინადადებებს ჩვენი პარტნიორებისა და დეპუტატებისგან.“
ზელენსკიმ “აბსურდულად” მიიჩნია მოსაზრებები, თითქოს ის თანამდებობას ეჭიდება და სწორედ ამიტომ გრძელდება ომი უკრაინაში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით დროა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ომის გამოა გადადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია