ანტონიო კოშტა – ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად ს აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოსაა, დაგეგმილი სამიტი შეთანხმებამდე გაგრძელდება

ევროკავშირი ძალიან ახლოსაა 2026- 2027 წლებში უკრაინის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტასთან, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.
მისი თქმით, ლიდერებმა ბრიუსელში 18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ შეასრულონ თავიანთი პირობა და მათთან საუბარს, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებს, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.
„ახლა ჩვენ ვმუშაობთ იურიდიული და ტექნიკური გადაწყვეტის დახვეწაზე, რომელიც წევრი სახელმწიფოების სულ მცირე კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობას მოიპოვებს. ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტასთან. დარწმუნებული ვარ, რომ 18 დეკემბერს მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა, როგორც ჩემს კოლეგებს გავუზიარე, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ 19 ან 20 დეკემბერსაც – სანამ დადებით დასკვნას არ მივაღწევთ“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
Reuters-ი წერს, რომ ვინაიდან ევროკავშირის მთავრობების უმეტესობა დიდი სახელმწიფო ვალების წინაშე დგას, მათთვის უკრაინის თავდაცვის დაფინანსების სასურველი გზაა დაახლოებით 210 მილიარდი ევროს რუსული სუვერენული აქტივების გამოყენება, რომელიც ევროპაში 2022 წელს მოსკოვის ში შეჭრის შემდეგაა გაყინული. გამოცემა განმარტავს, რომ პოლიტიკური იმპულსის მიუხედავად, პროექტი მარტივი არ არის, რადგან ბელგია, სადაც გაყინული აქტივების უმეტესობა ინახება, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან გარანტიებს ითხოვს, რომ ისინი გაიზიარებენ ნებისმიერ ფინანსურ შედეგებს, თუ ბელგიას ამ სქემასთან დაკავშირებით უჩივლებს და წარმატებას მიაღწევს.
ბელგიისთვის გარანტიების მიცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კულმინაციას სამიტზე – ევროპულ საბჭოზე მიაღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა