“გადარჩა!
ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ, მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ დაახლოებით საღამოს 9 ნახევარზე სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო. მძღოლი მიიმალა! ( რედ. მძღოლი დაკავებულია)
ლევანი თავად მოვიდა გონზე და ასე აღმოჩნდა საავადმყოფოში-სამშვიდობოზე.
არ შეიძლება არავის მიტოვება განსაცდელში!
არავის!
ეს ოქროს ბიჭი ჩვენს ჩემპიონებს ზრდის!
ჯანმრთელობა მას!
p.s ნასვამი საჭესთან, თუნდაც კარგი ადამიანი, უბრალოდ პოტენციური მკვლელია. (((” | წერს წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში.,




