“იმ ადამიანთა შორის ხარ, ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო…” – იზა ომაძე გიორგი კეკელიძეზე

“არც მე გა­მიშ­ვებს სინ­დი­სი სამ­შვი­დო­ბოს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ნი­კოს სა­ხე­ლით, ჩემი ოჯა­ხის სა­ხე­ლით მად­ლი­ე­რე­ბა არ გი­თხრა…“ – ასე იწყებს სტა­ტუსს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა იზა ომა­ძე. ქალ­ბა­ტო­ნი იზა, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გაშ­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.
“არც მე გა­მიშ­ვებს სინ­დი­სი სამ­შვი­დო­ბოს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ნი­კოს სა­ხე­ლით, ჩემი ოჯა­ხის სა­ხე­ლით მად­ლი­ე­რე­ბა არ გი­თხრა. ერთ-ერთ იმ ადა­მი­ან­თა შო­რის ხარ ვისი გაც­ნო­ბაც ჩემ­მა ნი­კომ მო­ას­წრო. მახ­სოვს შენი თა­ნად­გო­მა, აქ რომ იყო მა­შინ და იქით რომ გა­ამ­გზავ­რეს ქვეყ­ნის მტრებ­მა მა­ში­ნაც… თუმ­ცა მე რა უნდა გა­მიკ­ვირ­დეს…
“წიგნს რომ დავ­წერ, სინ­დი­სი სამ­შვი­დო­ბოს არ გა­მიშ­ვებს და ამი­ტომ ამ ფურ­ცლებ­ზე ეგეც უნდა ვთქვა: ხვი­ჩამ­დე კი­დევ ერთ ვარ­სკვლა­ვო­ბის­თვის ჩა­ფიქ­რე­ბულ ახალ­გაზ­რდა კვა­რა­ცხე­ლი­ას ვიც­ნობ­დი. ნი­კოს… მისი ოც­ნე­ბაც ის იყო, დე­და­მი­წის რუ­კა­ზე ჩვე­ნი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა მკვეთ­რად და­ემ­ჩნია და ვე­ღა­რა­ვის წა­ე­შა­ლა გო­ნე­ბი­დან მკა­ფიო კონ­ტუ­რე­ბი. აპი­რებ­და და ემ­ზა­დე­ბო­და. ნიჭი ჰქონ­და და ამ ნი­ჭის საქ­მედ ქცე­ვის გა­ქა­ნე­ბაც. რად­გან წარ­სუ­ლია თხრო­ბის ფორ­მა, მი­მიხ­ვდე­ბო­დით – ვერ მო­ას­წრო. ანდა რო­გორ მო­ას­წრებ­და – თა­ნა­ტო­ლებ­მა მი­უშ­ვი­რეს ია­რა­ღი ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალ მო­მავ­ლის ბიჭს.“ – წერ­და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე
მხარ­და­ჭე­რა ჩვენ­გან…” – წერს ომაძე.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ “ბიბ­ლუ­სის” შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი გახ­და.