რომელი კომპანიების შემოსავალი გაიზრდება წელს ყველაზე მეტად – Bloomberg-ის პროგნოზი

Bloomberg Intelligence (BI) ანალიტიკოსებმა შეადგინეს 50 გლობალური კომპანიის სია, რომელთა აქციების ფასები 2024 წელს ყველაზე მეტად გაიზრდება. ამის შესახებ Bloomberg წერს.
„კომპანიებზე გავლენას მოახდენს ს განვითარება და გლობალური დათბობის მზარდი დრამატული ეფექტი. ასევე მნიშვნელოვანია ინფლაციისა და დაბალი საპროცენტო განაკვეთების გახანგრძლივება, ისევე – ომები სა და ღაზას სექტორში, ელექტრომობილებზე გადასვლა და ჩინეთში უძრავი ქონების პრობლემური ბაზარი“, – წერს სააგენტო.
BI-ის სიაშია $275 მილიარდიანი ტექნოლოგიური გიგანტი Adobe, რომელიც, ახალი ფუნქციების წყალობით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, დამატებით $1 მილიარდს გამოიმუშავებს. Bloomberg Intelligence-ის პროგნოზით, კომპანიის შემოსავალი 12%-ით გაიზრდება.
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, სააგენტო პროგნოზირებს შემოსავლების ზრდას Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ისთვის 11%-ით.
„AI-ზე მომუშავე ჩეთბოტის Bard-ის გაშვება ზრდის საძიებო რეკლამის მოცულობას და AI უახლოეს პერსპექტივაში გამოიწვევს მნიშვნელოვან ზრდას. გარდა ამისა, YouTube-ზე NFL-ის გამოწერები იზრდება და პერსონალის შემცირება ფიქსირებულ ხარჯებს $3 მილიარდზე მეტით შეამცირებს“, – აღნიშნავს Bloomberg.
შემოსავლების 12%-იანი ზრდაა ასევე პროგნოზირებული Amazon Corporation-ისთვის.
პარიზში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების კონტექსტში სააგენტოს რჩევაა, რომ ყურადღება მიექცეს სპორტული აღჭურვილობისა და ტანსაცმლის ჩინურ მწარმოებელ Anta Sports-ს (შემოსავლების ზრდა მოსალოდნელია 15%-ით).
ავტომწარმოებლებს შორის ბლუმბერგი ასახელებს ძვირადღირებული სპორტული მანქანების მწარმოებელ Aston Martin-ს (შემოსავლების ზრდა მოსალოდნელია 19%-ით, გაყიდვები კი 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს) და 3 ახალმა სპორტულ მანქანას – Vantage 12-ს, Valkyrie-ს და DB12-ს.
გაყიდვების სტაბილური ზრდა (109 მილიარდ დოლარამდე) და, შესაბამისად, შემოსავლების ზრდა 28%-ითაა პროგნოზირებული ჩინური ავტომწარმოებელი BYD-ისთვის, რომელიც ელექტრო მანქანების გაყიდვით Tesla-ს უსწრებს.
ფარმაცევტულ სფეროში სააგენტო გამოყოფს ფარმაცევტულ გიგანტებს – ამერიკულ Eli Lilly-ს და დანიურ Novo Nordisk-ს, რომლებიც კონკურენციას უწევენ ერთმანეთს წონის დაკლების პროდუქტების ბაზარზე.
ელი ლილის შემოსავალი სავარაუდოდ გაიზრდება 16%-ით, ხოლო Novo Nordisk, რომელიც ელოდება ევროკავშირისა და -ს დამტკიცებას თავის ახალ პრეპარატ Wegovy-ზე, სავარაუდოდ – 22%-ით.
ენერგეტიკის სექტორში, ალბათ, ყველაზე დიდი შემოსავლის ზრდა (31%) არის პროგნოზირებული მზის პანელების მწარმოებელი First Solar-ისთვის.
ხოლო თამაშების სფეროში ყველაზე დიდ ზრდას (29%) ჩინური Galaxy Entertainment პროგნოზირებს, რომელიც ფლობს სასტუმროებსა და კაზინოებს მაკაოში.