ბაკურიანში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა წარმატებული სტარტაპერი გიორგი ტუხაშვილია

გუ­შინ ბა­კუ­რი­ანნის სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 36 წლის გარ­დაც­ვლი­ლი ­წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­რი გი­ორ­გი ტუ­ხაშ­ვი­ლია. ის წლე­ბის განმავლობაშ კონ­სალ­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და, კო­მერ­ცი­ულ და არა­კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ეხ­მა­რე­ბო­და და წარ­მა­ტე­ბით აშე­ნებ­და სტარ­ტაპ ეკო-სის­ტე­მას. მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა Startup Grind Tbilisi-ის ზრდა­ში.
გი­ორ­გი ტუხაშვილი 2 წლის წინ მარ­ტი­ვი ინ­ვო­ი­სი­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბის სტარ­ტაპ Kernel-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ის კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტის გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.
მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.