ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მარკ კარნიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ სატელეფონო საუბრის დროს სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.
ინფორმაციას კანადის პრემიერი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ყურადღება გავამახვილეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებაზე, რათა მან კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკებები და უკრაინა მოლაპარაკებების ცენტრში იყოს. კანადა გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს მარკ კარნი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია