ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: ში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ბრიტანელი სამხედრო

სამშაბათს ში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა.
„ის ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაშავდა, როცა უკრაინის ჯარების მიერ ახალი თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდას აკვირდებოდა ფრონტის ხაზიდან შორს,“ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილის თქმით, ის „შეძრწუნებულია უკრაინაში დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვით“.
„ჩემს ფიქრებში ვარ მის ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან, რომლებიც თავიანთ ძვირფას ადამიანს გლოვობენ,“ განაცხადა მან.
როგორც BBC იუწყება, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვედანაყოფში მსახურობდა და რა როლს ასრულებდა დაღუპული სამხედრო.
მაუწყებლის თანახმად, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი არ ყოფილა მოწინააღმდეგის ცეცხლი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა დეტალებზე საუბარზე. ის ოპერატიული მიზეზების გამო არ ასაჯაროებს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების იმ წარმომადგენლების რაოდენობას, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან. მაგრამ სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში მცირე რაოდენობით სამხედროები არიან გაგზავნილი ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად და დიპლომატიური პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა