ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში, ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. უცნობია რა დროში მივიდა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იყო თუ არა აღჭურვილი შესაბამისად, მაგრამ კლინიკაში მიყვანილი ლოლიტა პაპავას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
“ლოლიტა პაპავა 7 თვის ფეხმძიმე იყო, მე-4 შვილს ელოდა. მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ქონდა.
საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავა, სოციალურ ქსელში, წერს:
ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალბატონის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ, მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც უკვე რამდენიმე წელია ვცდილობდით, მოვითხოვდით, ვემუდარებოდით ყველას, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგეს სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება. თვითმმართველობა უძლურია კერძო სექტორი დაარწმუნოს აღნიშნული მომსახურების კრიტიკულ აუცილებლობაში, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კომერციული მდგენელის უპირატესად წარმოდგენა ჯანდაცვის სფეროში არაა მართებული და ასეთი ლეტალური შედეგებისგან დამზღვევი. ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
კომერციული მდგენელის დამსახურებაა ის ფაქტიც .რაიონში დიდი საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ ონკოლოგიურმა პაციენტებმა .რომ სამოქალაქო ბიუჯეტით გათვალისწინებული გამოყოფილი ,მუნიციპალიტეტიდან თანხა დახარჯულიყო სკრინინგის აპრატურის შეძენაზე .და გაიმარჯვა და შეიძინეს .კიდეც .,მაგრამ სადაა ეს მომსახურეობა რაიონში ?მე პირადად და ასევე ყველა ჩემნაირი პაციენტი ისევ სხვა რაიონში მივდივართ სკრინინგზე . ასეა როდესაც წინ ფინანსურ სარგებელს აყენებს სამედიცინო სფერო და შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობას.



