კობახიძე ვერ ასახელებს ქვეყანას, სადაც ტროტუარზე დგომა იკრძალება (ვიდეო)

150 კაცი 4 მლნ მოქალაქეზე ვერ იძალადებს, – ასე პასუხობს “ოცნების” პრემიერი “პირველების” კითხვს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ეხება.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მიერ გზის ან გამზირის გადაკეტვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ადამიანების დიდ რაოდენობაზეა საუბარი.

ზოგადად, რომ განვაზოგადოდ, თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი. თუ ხართ ბევრნი, შეგიძლიათ, ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მლნ ადამიანზე. მარტივად არის საქმე: ყველა კანონი, რომელიც იქნა მიღებული და რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას. 

კანონმდებლობით ყოველთვის იყო გათვალისწინებული, არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, რომ შეიძლება, გარემოებების გამო მიუთითოს კონკრეტულმა უწყებამ შეკრების სხვა ადგილზე ჩატარების შესახებ და ა.შ., ესეც არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი, – ამბობს კობახიძე. 

კითხვაზე, რომელი ქვეყნის სტანდარტებზეა საუბარი, კობახიძე ვერ პასუხობს და მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლება.

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება