ირაკლი კობახიძე – ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები, ახლა გადავიდნენ უკვე ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რაც აჩვენებს მათ სახეს

ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები, ახლა გადავიდნენ უკვე ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რაც აჩვენებს მათ სახეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: „თუ რატომ დუმს „ალდე“ ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით?“
„ჩვენ ვხედავდით, რომ ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები. ახლა გადავიდნენ უკვე ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რაც აჩვენებს მათ სახეს და მათ ე.წ. ღირებულებებს. ეს არის მოვლენათა ძალიან ტრაგიკული განვითარება, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ევროპულ პოლიტიკაში. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია