“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი. დღევანდელი სასამართლო პროცესიდან ოპოზიციას მიმართავს და ამბობს: ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ორი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, ამაში ერთიანები ხართ, მაინც მიდიხართ ტელევიზიებში და მაინც ერთიანობაზე ლაპარაკობთ. გეშინიათ, რომ მერე უნდა იმოქმედოთ… აი, ხვალ გავიმარჯვებთ, აი, ზეგ. 2008 წელს ანწუხელიძეს რომ ეთქვა, ახლა დავაფურთხებ ამ დროშას და მერე ვიბრძოლებო. ეს არ არის გრძელვადიანი პროცესი და ყოველი დღე საქართველოსთვის დაკარგულია. ქიმიური იარაღი გამოიყენა გგდ-მ. მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს… თქვენ კიდევ ელოდებით, როდის გავხდებით კამბოჯა… ყოველი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის გადამწყვეტი. ტროტუარზეც გიკრძალავენ დგომას. ეს არ არის თამაში… სახლში მოგივარდებიან. სამასამადე პოლიტპატიმარია. როგორ გრძინავთ? როგორ ხართ სახლებში? აა, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ? თურმე, უნდა ვაღიარო, როგორ ვუთხარი გდდ-ს წარმომადგენლებს, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ. ეს თურმე ქრთამის შეთავაზებაა, ქრთამი მოიკითხეთ თქვენსკენ…
9 შვილის დედა ათრიეს ქუჩაში და თქვენ უყურეთ ამას. გეყოთ გამბედაობა, რომ ყელყელაობთ ტელევიზორებში. ეს ხალხი შეიცოდეთ, ასე არ შეიძლება. ყველა დღე მძიმდება სიტუაცია. უაზროდ კამათობთ ერთიანობაზე, ერთიანები ხართ ისედაც. მითხარით სად არის განსხვავებული პოზიცია თქვენს შორის? – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება. ყველაზე მეთად ერთმანეთი ვისაც გეზიზღებთ, ისინიც კი ერთიანები ხართ ამ საკითხზე. თუმცა მაინც ერთიანობაზე ლაპარაკობთ, რადგან გეშინიათ.
სანამ შიში იქნება ჩვენსა და რეჟიმს შორის, მანამდე ვიქნებით დამარცხებულები. აღიარეთ, რომ სამწუხაროდ, ამ დრომდე ვართ დამარცხებულები.იმიტომ, რომ ყოველდღიუად 50- 100 ათასი ადამიანი უნდა აპროტესტებდეთ. საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ შიში. არც მე მინდა ციხეში, თქვენ გგონიათ მსიამოვნებს ციხეში ყოფნა? საერთოდ არ მინდა. მაგრამ უნდა დაამარცხოთ ეს შიშები. საქართველოს ბედი წყდება დღეს, მშვიდად ნუ გძინავთ! ყურები გამოიჩხრიკეთ ყველამ და იბრძოლეთ. 6-070 წლის ადამიანები ციხეში ჩაყარეს, სოციალურად დაუცველები, დაავადებულები, ახალგაზრდა ბიჭები ციხეში სხედან, გეყოთ გამბედაობა, გამოდით და უთხარით, ითანამშრომლონ და გამოვიდნენ ციხიდან.




