“გერმანიის ელჩს დაეზარა გზის მეორე მხარეს გადასვლა და სკანდალში აღმოჩნდა” – პაპუაშვილი

ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, “ევროპის სტანდარტების შესაბამისია”.
უპირველესყოვლისა ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასაც, მათ შორის ჩვენ პრაქტიკასაც ასე, რომ სრულად არის თანხვედრაში ყველანაირ სტანდარტთან. მე მგონი არაფერია აქ სინამდვილეში გაუგებარი და ასე ვთქვათ, ადამიანურ სტანდარტს აცდენილიც კი არ არის, სამართლებრივზე რომ არაფერი ვთქვათ. ის რაც მოქმედებს ავტომობილების შემთხვევაში, თუკი არ არის საკმარისი რაოდენობა, რატომ უნდა გადაკეტოს 50 ადამიანმა ქუჩა, შევთანხმდით ხომ – არ უნდა გადაკეტოს. საქმე იმაშია, რომ საკმარისი რაოდენობა არც იმისთვის იყო, რომ საავტომობილო გზა გადაეკეტათ, მაგრამ ხელოვნურად კეტავდნენ, ჯაჭვს შექმნიდნენ ხოლმე და ასე კეტავდნენ. ეს მილიონ-ნახევრიანი ქალაქი არის ყველასი და მათ შორის ფეხით მოსიარულეები იქნება, თუ ავტომობილით ვინც გადაადგილდებიან, ვისაც უნდა რამე პროტესტის გამოხატვა ამისთვის აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმის გარეშე, რომ არასაჭიროდ შეაფერხოს სხვა მოქალაქეების უფლებები. მანქანების მოძრაობის შემთხვევაში ხელოვნურად არ უნდა მოხდეს ავტომანქანების გადაადგილების ხელოვნურად შეფერხება. ასევე, ფეხით მოსიარულეებს რატომ უნდა შევუზღუდოთ ჩვენ და ხელოვნურად შევაფერხოთ მათთვის გადაადგილება “ა” პუნქტიდან “ბ” პუნქტამდე. აგერ ვნახეთ ცოტა ხნის წინ, გერმანიის ელჩი აღმოჩნდა გაუგებრობაში იმის გამო, რომ გაიარა აქციაში, როგორც თვითონ ამბობს, შემთხვევით აღმოჩნდა იქ და დაეზარა გზის მეორე მხარეს გადასვლა. გაიარა და ამხელა საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა,” – თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!