ტრამპმა ევროკავშირს პოლიტიკური ომი გამოუცხადა – ჟოზი ბორელი

ტრამპმა ევროკავშირს პოლიტიკური ომი გამოუცხადა – ჟოზი ბორელი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ტრამპის მიერ ევროკავშირისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.
„ვენსმა მიუნხენში უკვე ნათლად გამოხატა თავისი ზიზღი ევროპის მიმართ, რომელიც ტრამპმა თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დონემდე აამაღლა. ეს ევროკავშირისთვის პოლიტიკური ომის გამოცხადებაა. მას სურს თეთრი ევროპა, რომელიც ერებად არის დაყოფილი და მის მოთხოვნებსა და ხმის მიცემის პრეფერენციებს დაემორჩილება.” – წერს ბორელი X-ზე.
მისივე თქმით, ევროპელმა ლოდერებმა უნდა შეწყვიტონ იმის უარყოფა, რომ ტრამპი მათი მოწინააღმდეგეა და მტკიცედ უნდა დაიცვან ევროკავშირის სუვერენიტეტი.
“ევროპელმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ იმის უარყოფა, რომ ტრამპი ჩვენი მოწინააღმდეგეა, შიშისა და თვითკმაყოფილი დუმილის მიღმა დამალვა და ამის ნაცვლად, მტკიცედ დაიცვან ევროკავშირის სუვერენიტეტი – ტექნოლოგიურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე პოლიტიკურ საკითხებში.” – წერს ჯოზეფ ბორელი.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია