მეორე ბუნდესლიგის მე-18 ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ოსნაბრიუკი“ 2:1 დაამარცხა.
დიდთოვლობის გამო მატჩი ჩაშლის პირას იყო, მაგრამ სტადიონზე მოედნის საფარი შეძლებისდაგვარად მოაწესრიგეს და „კარლსრუემ“ გაიმარჯვა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 76-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ამჯერად გოლი ვერ გაიტანა.
“კარლსრუემ” ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 24 ქულით მეცხრე ადგილზეა და 28 იანვარს გასვლაზე „ჰამბურგს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე – ოსნაბრიუკი 2:1
გოლები: 1:0 კობალდი (4), 1:1 გნასე (25), 2:1 ვანიტცეკი (55)
ზივზივაძემ ამჯერად ვერ გაიტანა – “კარლსრუემ” გაიმარჯვა” style=”height: 50px; width: 50px;” />ბუდუს ვეღარ აჩერებენ – ზივზივაძემ “ნიურნბერგსაც” გაუტანა [VIDEO]