დადასტურებულია რუსეთის 42 ათასზე მეტი სამხედროს დაღუპვა უკრაინაში

19 იანვრის მონაცემებით ცნობილია რუსეთის 42 284 სამხედროს სახელები, რომლებიც უკრაინის ომში დაიღუპნენ. დანაკარგები დაითვალეს “მედიაზონამ” და ბიბისის რუსულმა სამსახურმა, მოხალისეთა გუნდთან ერთად. წინა, 29 დეკემბრის მონაცემს დაემატა 1600-ზე მეტი ადამიანი.
ჟურნალისტებისთვის ცნობილია იმ 7810 ყოფილი მსჯავრდებულის სახელები, რომლებიც კოლონიებიდან წაიყვანეს ომში და იქ დაიღუპნენ. მსხვერპლს შორის 5089 მობილიზებული სამხედრო იყო.
19 იანვრისთვის დადასტურდა რუსეთის არმიის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების 3 ათასზე მეტი ოფიცრის სიკვდილი, მათგან 349 ატარებდა ვიცე-პოლკოვნიკის ან კიდევ უფრო მაღალ წოდებას.
დაღუპულთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკის და როსტოვის ოლქებზე, ასევე ბურიატიაზე.
მკვლევრები დათვლას აწარმოებენ ღია წყაროებით – ადგილობრივი ადმინისტრაციების, მედიის და დაღუპულების ნათესავების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე სასაფლაოების მონაცემებზე დაყრდნობით. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ ფორმით მიღებული რიცხვი არ ასახავს დანაკარგების რეალურ დონეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ